|
2021-02-11 12:57:42, 463 ნახვა
პოლიტიკა
თეა ახვლედიანი - ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გახელაძის გათავისუფლების პროცესში პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული მითითებებისა და დავალებების შესაბამისად, ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული. „ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ხაზგასმით, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას 12,5 წლის ვადით, არის აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ერთმნიშვნელოვნად არის დაგმობილი როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ. როგორც მოგეხსენებათ, საკითხი აყვანილია უმაღლესი დონის კონტროლზე. ამ პროცესში ჩართული ვართ ყველა შესაბამისი უწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოცემული მითითებებისა და დავალებების შესაბამისად, ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მე პირადად გავმართე მრავალი შეხვედრა როგორც მანამდე, ასევე ამ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჯამში, ამ შეხვედრას სამოცამდე მონაწილე ესწრებოდა, ასევე ეუთოს ახლად დანიშნულ თანათავმჯდომარესთან. ჩვენ გვქონდა წერილობითი კომუნიკაცია, ასევე, ჟენევის თანათავმჯდომარეების სრულ ჯგუფთან და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელთან, ისევე როგორც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებთან და სხვა მრავალი შეხვედრისას, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ერთი მხრივ, დაგმობილია ეს ფაქტი, მეორე მხრივ, მიმდინარეობს მსჯელობა თუ როგორ გავაუმჯობესოთ და ვიპოვოთ დამატებით ის ეფექტიანი გზები დამატებით, რაც უზრუნველყოფს ზაზა გახელაძის და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყოველი ჩვენი მოქალაქის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას. ამ პროცესში, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ განვიხილავთ და ხაზს ვუსვამთ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპაციის, ანუ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მისცემს მათ მეტ საშუალებას, რომ ზეწოლა განახორციელონ საოკუპაციო რეჟიმზე“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)