|
2021-02-11 12:31:30, 637 ნახვა
კომენტარი
თეა ახვლედიანი - ცხინვალისა და ახალგორის მოსახლეობა საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად მძევლად აიყვანა
ცხინვალისა და ახალგორის მოსახლეობა წელიწადზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ მძევლად არის აყვანილი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს ყოველფღიურ რეჟიმში, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს წვდომა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და სხვა სახელმწიფო მომსახურებაზე. „ცხინვალისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობა წელიწადზე მეტია, რაც ფაქტობრივად მძევლად არის აყვანილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამისათვის, ისევ და ისევ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს წვდომა როგორც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე, ასევე სხვა სახელმწიფო მომსახურებაზე, რომელიც ვრცელდება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე. ჩვენ ყველა ფორუმზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში ვაყენებთ ამ ადამიანების უფლებების დაცვის თემას. იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)