|
2021-02-09 20:07:31, 640 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: ძალიან მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო კვლავაც არის უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა
„სასტუმროების წარმომადგენლებთან განვიხილეთ ჩვენი ახალი, მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ასახავს პოსტკოვიდ-რეაბილიტაციას, აღდგენის პირობებსა და დახმარებას ტურიზმისთვის“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიასთან, კერძოდ, სასტუმროების ადმინისტრაციებთან გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის შეფასებით, სასტუმროები ძალიან პასუხისმგებლიანად ეკიდებიან მომავალში ტურისტების მიღებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „ძალიან მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო კვლავაც არის არამხოლოდ ყველაზე საინტერესო ტურისტული ლოკაცია რეგიონში, არამედ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა და ამისთვის ყველა წინაპირობა გაგვაჩნია როგორც რეგულაციების, ასევე გამოცდილების, კარანტინების მართვისა და, რა თქმა უნდა, ასევე ცოდნის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. სამინისტროში სასტუმროებთან გამართულ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)