|
2015-10-05 14:37:27, 777 ნახვა
სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან 2 ოქტომბერს დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეუფარდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულ "ნაციონალური მოძრაობის" და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების პროცესი დასრულდა. სასამართლომ ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები მოსამართლის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილოები არიან და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. როგორც ადვოკატი გიორგი ონიანი აცხადებს, მოსამართლეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ სამივე პირი წინასწარ პატიმრობაში დაეტოვებინა. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა 2 ოქტომბერს დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)