02:29 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-07 11:43:35, 546 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა დასახლებებში ბავშვებისთვის სათამაშო მოედნები მოეწყო

ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში დევნილთა დასახლებაში ბავშვთა სათამაშო მოედნები და სატრენაჟორო სივრცეები მოეწყო.  

შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულეს.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში  მცირე მასშტაბის 18 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 6 განხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები. 

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა  სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად,  მათ  განსახლებას,  ეკონომიკურ და  საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics