20:03 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 14:30:23, 663 ნახვა

მსოფლიო
მენტორული ტიპის განცხადებების გათვალისწინებას არ ვაპირებთ - დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოთხოვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

როგორც პესკოვი აღნიშნავს, კრემლისთვის მიუღბელია ჯო ბაიდენის "ულტიმატუმის ნოტებით" საუბარი.

"ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ასეთი ტიპის განცხადებების, კერძოდ, რაიმე ტიპის მენტორული განცხადებების გათვალისწინებას ჩვენ არ ვაპირებთ და არც გავითვალისწინებთ", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი ნავალნის დაკავების გამო გააკრიტიკა და კრემლს ოპოზიციონერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics