|
2021-02-03 12:03:08, 679 ნახვა
საზოგადოება
თვითნებურად გახსნის შემთხვევაში, რესტორნები დაჯარიმდებიან - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, თვითნებურად გახსნის შემთხვევაში, რესტორნები დაჯარიმდებიან. აღნიშნულის შესახებ ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ბიზნესთან კომუნიკაციაში. მე პირადი სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს მათთან და იმედი მაქვს, რომ კვირის განმავლობაში კონსენსუსამდე მივალთ და ასეთი რადიკალური ზომები მიღებული არ იქნება მათი მხრიდან, ვინაიდან ამის საფუძველი არ არსებობს. თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება და იმედი მაქვს, რომ ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, სანქციები, ბუნებრივია, იქნება გამოყენებული. ესაა 2 000 ლარი ფიზიკური პირის, ხოლო 10 000 ლარი იურიდიული პირის მიმართ, ხოლო განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ასევე იწვევს ობიექტის დალუქვას“,- აღნიშნა მან.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)