|
2021-02-03 11:11:19, 459 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში ახალი სკვერი გაშენდა
ვარკეთილში, მე-4 მიკრორაიონში, დაახლოებით 7 300 კვ.მ-ზე ახალი სკვერი გაშენდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ პროექტის განხორციელებისთვის სამგორის რაიონის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო სამგორის რაიონის გამგეობას, გამგებელს კახა სამხარაძესა და მის თითოეულ თაამშრომელს კიდევ ერთი კარგი დასასვენებელი სივრცე შეემატა ქალაქს. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ჩავიდნენ და ივარჯიშონ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. დაიდგა საპარკე სკამები და საქანელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში მწვანე სივრცეების შექმნაა, რაც 2021 წელსაც გაგრძელდება. „იცით, როგორი მიდგომა გვაქვს პარკების, სკვერების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიმართულებით და ზუსტად იგივე დამოკიდებულება არის ამ კონკრეტულ სივრცესთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტი არის რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, ბევრი პარკი გაშენდეს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის შვილებთან ერთად, დაისვენონ, გაერთონ, ივარჯიშონ. ეს პრიორიტეტი 2021 წელსაც იქნება და დარწმუნებული ვარ ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)