|
2021-02-03 10:21:23, 428 ნახვა
საზოგადოება
თბილისში რეგისტრირებულ, 150 000 ქულამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მერია სწავლას დაუფინანსებს
თბილისში რეგისტრირებულ, 150 000 ქულამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მერია სწავლას დაუფინანსებს. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პანდემიის პირობებში ძალიან გაუჭირდა ადმიანებს, მთელი მსოფლიო ებრძვის ვირუსს, რომელსაც ვერ ვხედავთ და ეკონომიკური თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები შეიქმნა. ჩვენ არა ერთი მნიშვნელოვანი და კარგი პროექტი განვახორციელეთ, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან დაკავშირებით, ჩვენ არავის პრობლემების პირისპირ არ ვდგავართ. 2015 წლიდან ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომელთა ოჯახები სარეიტინგო ქულა იყო 70 000 ქულა, ან ნაკლები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ინიციატივით, ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება და დაფინანსება გაიცემა, თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ქულა ან მასზე ნაკლები ქულა აქვთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)