|
2021-02-01 21:40:29, 695 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს მანდატების შეწყვწეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება
„მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს მანდატების შეწყვწეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარემ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „ჩვენგან ყველა ელოდება მეტ სტაბილურობას, მეტ თანამიმდევრულობას და ერთსულოვნებას მთავარი მიზნების მისაღწევად, ამის მომტანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი, სწორედ ისეთი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია. ამიტომ მინდა დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივი სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს, უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)