|
2021-02-01 20:23:59, 679 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინა მათ უნდა დავუთმოთ, ვისაც ვირუსი არ გადაუტანია
„ვაქცინა მათ უნდა დავუთმოთ, ვისაც ვირუსი არ გადაუტანია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინას გაიკეთებს აუცილებლად, როდესაც ინფიცირებიდან 3 თვე გავა. „მე, რა თქმა უნდა, ვაქცინას გავიკეთებ, თუმცა ერთი შეზღუდვა მაქვს. არის კანონი, რომ ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი, გადატანიდან 3 თვე არ იკეთებენ ვაქცინას, რადგან ის 3 თვე ისედაც დაცულები არიან. სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ჯერ მათ გავუკეთოთ ვაქცინა, ვისაც გადატანილი არ აქვს ვირუსი. ეს ჩემზეც ვრცელდება, მე დაახლოებით, თვენახევრის წინ გადავიტანე კორონავირუსი, ასე რომ, გააჩნია, როდის შემოვა პირველი პარტია, თუ იმ მომენტისთვის გასული იქნება 3 თვე, მე პირველი გავიკეთებ, მაგრამ მეორე მხრივ, თუ 3 თვე არ იქნება გასული, დავუთმობ სხვებს და გავიკეთებ მაშინ, როდესაც 3 თვე იქნება გასული“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)