|
2021-02-01 16:39:52, 481 ნახვა
საზოგადოება
IDFI - პანდემიის დადგომამდე ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა სკოლებში საკმარისად არ იყო დაცული
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) Covid-19-ის პერიოდში განხორციელებული საეჭვო შესყიდვების შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევის შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ პანდემიის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები ზოგ შემთხვევაში ფორმდებოდა გამოუცდელ ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. კვლევის მიხედვით, წალენჯიხისა და ზუგდიდის შემთხვევებმა ნათლად გამოკვეთა, რომ მუნიციპალიტეტებში ხშირად გამარტივებული შესყიდვები გამოიყენება თანამდებობის პირებისა თუ მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორებისათვის ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მნიშვნელოვანია, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისას მიმწოდებლის არჩევის პროცესის გამჭვირვალე იყოს, რაც უზრუნველყოფს მიმწოდებლის კონკურენტულ შერჩევას. „2020 წლის 22 ივლისიდან 30 სექტემბრის პერიოდში გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, 41-მა მუნიციპალიტეტმა 241 სკოლისათვის და 16-მა მუნიციპალიტეტმა 133 ბაღისთვის გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინა სველი წერტილების მოწყობასთან დაკავშირებული მასალა და მომსახურება. გადაუდებელი აუცილებლობა ხშირ შემთხვევაში დასაბუთდა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვით. ამ მიზნობრიობით გაფორმებული გამარტივებული ხელშეკრულებების რაოდენობა 235-ია, ჯამური ღირებულება კი 11,662,116.91 ლარია. აქედან 9,655,346.44 სკოლების, ხოლო დანარჩენი კი ბაღების სველი წერტილების ხელშეკრულებებისთვის იყო გათვალისწინებული. ყველაზე მეტი თანხა, 1,120,452.03 ლარი, სკოლებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოიყენა. გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზად სახელდება პანდემიის პირობებში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის პრიორიტეტულობა. აღნიშნული საკითხი და შესყიდვების მასიურობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ პანდემიის დადგომამდე ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა სკოლებში საკმარისად არ იყო დაცული და პრიორიტეტულად არ იყო მიჩნეული. კრიზისმა აჩვენა, რომ სკოლებისა და ბაღების დიდი რიცხვი არ იყო მომზადებული გამოწვევისთვის და წინა სასწავლო წელს ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას უწევდა ისეთ სკოლასა თუ ბაღში სწავლა, სადაც სველი წერტილები არ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტებს“, - აღნიშნულია კვლევაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)