|
2021-01-29 12:54:58, 695 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები იცვლება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რეგულაციები მსუბუქდება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვის. მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი და რვადღიანი იზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით გაიკეთონ განმეორებითი ტესტი. ამასთან, როგორც თურნავამ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ წარადგენენ „პისიარ“ ტესტის პასუხს, 12 დღის ნაცვლად, რვადღიან თვითიზოლაციაში გადავლენ. „1-ლი თებერვლიდან რეგლურაფული ფრენების აღდგენასთან ერთად,საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება გარკვეული შემსუბუქება, კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით და ძველებურად 8 დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ღარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თავისუფლები იქნებიან. ხოლო იმ მოქალაქეებისთვის,ვისაც არ ექნება PCR ტესტი, 12 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8 დღიანი თვითიზოლაცია წესდება და ჩვენ მივყვებით ამ ნაწილში ევროპის სტანდარტებს. რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს, მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ნიშნავს 2 სრულ დოზას, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა. რაც შეეხება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა, ტრანზიტულად შემოსულებს ქვეყანაში ექნებათ შეასძლებლობა შემოვიდნენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და მესამე დღეს ცაიტარონ სავალდებულო PCR ტესტი”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)