|
2015-10-03 14:26:09, 569 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი ე.წ. „ნარუშილოვკებზე“ გავრცელებულ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილმი ე.წ. „ნარუშილოვკებზე“ გავრცელებულ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გუშინ ტელევიზიით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მოქალაქე, რომელიც, ე.წ. "ნარუშილოვკის" პატრულისთვის ჩვენებით, ცდილობს, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ დაისჯება, მაგრამ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, და, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოქალაქე ჩემი ნათესავი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ჩემი პოზიცია მსგავს მოვლენეთან დაკავშირებით. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ნებისმიერი უკანონო პრივილეგიის გამოყენება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან. მე ყოველთვის მკვეთრი ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც. ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს, ისევე როგორც, პრივილეგია არ შეიძლება იყოს ვინმეს ნათესავებთან მეგობრობა და თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელე მლიქვნელობისა თუ რაიმე სხვა მიზეზით კანონის გვერდის ავლას შეეცდება, საზოგადოებამ მას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი. ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც მიღებული იყო უპირატესობის მოპოვება უკანონო პრივილეგიებით. დემოკრატიის მშენებლობა, პირველ რიგში, სწორედ ამ მავნე სენისგან გათავისუფლებას გულისხმობს და წინ უნდა აღვუდგეთ ამ მანკიერების ნებისმიერ გამოვლინებას. მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, თუ ამ მხრივ, თუნდაც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაიმე უხერხულობა შეიქმნა; კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამ ღირებულების შეუქცევადად დამკვიდრებისთვის“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)