|
2021-01-26 19:16:35, 655 ნახვა
კომენტარი
„სასტუმრიებისა და რესყორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი - ზამთრის კურორტებზე მეორე სეზონი ჩავარდა და ობიექტების 60% უკვე იყიდება
„ზამთრის კურორტებზე მეორე სეზონი ჩავარდა და ობიექტების 60% უკვე იყიდება”, - ამის შესახებ „სასტუმრიებისა და რესყორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა წელს მთის კურორტები საერთოდ არ გაიხსნას. „პირველი თებერვალი იყო ზღვარი, რომლის იქითაც აღარ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება და დღევანდელის მსგავსი შეხვედრა უნდა გვქონოდა 7-8-9 იანვარს, რომ გვცოდნოდა, ზუსტად მთის კურორტები გაიხსნებოდა თუ – არა. დღევანდელი პოზიცია, რომ პირველ თებერვალს ნამდვილად არ გაიხსნება მთის კურორტები და აი, ორი კვირის შემდეგ შევხედავთ რა იქნება, ეს ჩვენთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, წელს მთის კურორტები საერთოდ არ გაიხსნას. ფაქტობრივად, მეორე სეზონი ჩავარდა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და 60 % ობიექტებისა უკვე იყიდება. ზოგადად ეკონომიკაში საკმაოდ რთული ვითარება დადგება“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)