|
2021-01-25 16:12:26, 680 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვბაძე - ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული, როგორც ხალხმა აირჩია
ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული, როგორც ხალხმა აირჩია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ბოლომდე გამოიყენებს პარლამენტის რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოიწუროს. „ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. განხილვის ვადა, როცა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს და ბიუროს გადასცეს, იწურება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია. მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს. მადლობა მინდა ვუთხრა ფასილიტატორ ელჩებს - ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს. დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ პარლამენტის რეგლამენტით მოცემულ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოვწუროთ, როცა ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. მხოლოდ ამის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, პარლამენტი უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არის პარლამენტის, დეპუტატების მისაღები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 27 და 28 იანვარს იმსჯელებს. საკითხის კენჭისყრა კი 2 თებერვალს მოხდება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)