|
2021-01-24 21:00:41, 716 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე კომენდანტის საათის დარღვევაზე - არავინ მისცეს თავს უფლება, რომ კანონზე მაღლა დადგეს
მიხეილ სარჯველაძემ კომენდანტის საათის დარღვევაზე განაცხადა, რომ არავინ მისცეს თავს უფლება,კანონზე მაღლა დადგეს. მისივე განცხადებით, წესრიგი არის ის ღირებულება, რაც აერთიანებს მთლიანად ჩვენს საზოგადოებას, შესაბამისად ამის დარღვევის და ფეხქვეშ გათელვის უფლება და შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. „უნდა დავგმოთ ასე ვთქვათ ხელმოცარული ადამიანების მხრიდან მცდელობა, რომ ყურადღება მიიქციონ კანონდარღვევის ჩადენის გზით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არ არის ის ღირებულება, რომლის ირგვლივაც დაფუძნებულია ქართული საზოგადოება. კანონდარღვევა, კანონშეუსაბამო ქცევა - ეს არ არის ის, რაც მოსაწონი უნდა იყოს საზოგადოებაში. პროტესტის ფორმა ნებისმიერ შემთხვევაში ნებადართულია, მაგრამ მანამ ვიდრე ეს მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. შესაბამისად, ჩემი მოწოდება ყველას მიმართ გახლავთ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ მისცეს თავს უფლება, რომ დადგეს კანონზე მაღლა. წესრიგი არის ის ღირებულება, რაც აერთიანებს მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. უმთავრესი და უძირითადესი ღირებულება. შესაბამისად ამის დარღვევის და ფეხქვეშ გათელვის უფლება და შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. არცერთი მოტივაციის გზით“, - განაცხადა სარჯველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)