21:12 - 09 Aug, 2026
|
2021-01-24 13:17:35, 979 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები
რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისიმა "ტვიტერში" დაწერა. ეს გამოხმაურება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს უნდა დაემორჩილოს. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“,- წერს ნედ პრაისი.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)