|
2021-01-23 20:28:05, 823 ნახვა
კომენტარი
ზურა ჯაფარიძე - ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის და მაგაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ
„ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის და მაგაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი გზით მივლენ რევოლუციამდე თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არ დათმობს. „მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის. მე პრობლემას ვერ ვხედავ საერთოდ მაგაში. ეს არ ნიშნავს, რომ თოხებით და ნაჯახებით გამოვა ხალხი, მაგრამ ზოგადად კი. თუ ძალაუფლებას არ დათმობენ, რევოლუციაც არის ერთ-ერთი გზა. მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე. მართლა ვემზადები, რევოლუციას დაარქმევ ამას თუ რას დაარქმევ რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვემზადები იმისთვის, რომ თუ არჩევნების გზით ძალაუფლებას, ეს ძალაუფლება წავართვა. რა პრობლემაა რევოლუციასთან, სისხლს არ ღვრი და არაფერი, მშვიდობიანად წავართმევთ“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)