04:05 - 05 Jul, 2026
|
2015-10-02 17:04:52, 883 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
კახეთის რეგიონში საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის რაიონებში, 1 ოქტომბრის 16:20 სთ-დან ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით სეტყვასაშიში ღრუბლის მასები შემოვიდა. სსსტც "დელტას" ინფორმაციით, 16:40 საათისთვის სეტყვის ალბათობამ 80 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი 10-20 მმ იყო. პროცესის გასანეიტრალებლად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 16:50 საათიდან 17:05 საათამდე ღრუბლის სარაკეტო დამუშავება ოთხ ეტაპად განხორციელდა. გასროლილ იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)