|
2021-01-23 12:20:01, 667 ნახვა
პოლიტიკა
კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ დაანონსებულ აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ისინი მოქალაქეებს შეზღუდვების კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. „ხელისუფლების გუშინდელი თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტებების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე და ამის მერე გადავწყვეტთ ჩვენ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვები. ამ საკითხში ვინმეზე ზრუნვის არანაირი გონივრული ახსნა აღარ არსებობს. ეს არის უბრალოდ მონობის დაანონსება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი პირველ მარტამდე გახანგრძლივდა. დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 24 იანვარს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)