|
2021-01-22 20:33:07, 685 ნახვა
კომენტარი
მაია ცქიტიშვილი - სახმელეთო საზღვრის გახნსა მნიშნელოვნად გაზრდის საქართველოში ვირუსის შემოტანის რისკებს
„სახმელეთო საზღვრის გახნსა მნიშნელოვნად გაზრდის საქართველოში ვირუსის შემოტანის რისკებს“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლის დროს ინფექციის კონტროლის მეტი საშუალებაა. „საჰაერო საზღვარი იხსნება იმის გათვალისწინებით, რომ პირველ რიგში, იმ ქვეყნებს, ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მაღალი დინამიკით და მაჩვენებლებით ხასიათდება, ვიდრე საქართველოში. მიუხედავად იმისა, გახსოვთ თუნდაც თურქეთის ოფიციალური სტატისტიკა, როდესაც გვეუბნებოდა, რომ დღეში 300 შემთხვევა ჰქონდათ და უკვე რამდენიმე ათეულ ათასზე გადავიდა, იმიტომ რომ მეთოდოლოგია შეიცვალა. იგივე, რუსეთის მაჩვენებლები არ იქნება მთლად სანდო, რომ რუსეთში დღეში მხოლოდ 10 000 შემთხვევაა. ანუ, ამდენად, ჩვენი ინფორმაციით, იქ გავრცელების დინამიკა არის უფრო განსხვავებული, ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში. ამდენად, სახმელეთო საზღვრების გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში ვირუსის შემოტანის რისკებს. საჰაერო მიმოსვლის დროს არის ბევრად უფრო მეტი საშუალება ინფექციის კონტროლის,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)