|
2021-01-22 17:34:48, 666 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - სტრასბურგის გადაწყვეტილება აძლიერებს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე კარგი ამბავი შევიტყვე. აღნიშნული ადასტურებს, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, აღნიშნულია, რომ რუსეთი აკონტროლებს ორივე რეგიონს. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას მის მიმართ შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს ნორმები და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)