|
2021-01-22 10:25:47, 761 ნახვა
კომენტარი
ვიცე-პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა გაგრძელდება. როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღებენ. "წერტილოვანი შეზღდუვების პოლიტიკა ზოგადად გაგრძელდება, რაც შეეხება 1-ელ თებერვალს, ეს შეიძელება იყოს 1-ელი თებერვალი ან ნებისმიერი სხვა თარიღი, თქვენ იცით, რომ ყველა ტიპის შეზღუდვების როგორც დაწესება,ასევე მოხსნა ხორციელდება უშუალოდ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მუდმივ რეჟიმში ჩვენი საბჭოს შეკრებების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა ყოველთვის და შესაბამისად გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მივიღებთ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)