|
2021-01-21 18:32:53, 838 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი - სტრასბურგის გადაწყვეტილება კონფლიქტით დაზარალებული თანამოქალაქეების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იქნება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ეხმაურება. როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იქნება. „ვულოცავ ჩვენ ქვეყანას ევროპის ყველაზე სამართლიანი მსაჯულის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღიარებას! ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი! დეტალურ ინფორმაციას სახალხო დამცველი გადაწყვეტილების სათანადოდ გაცნობის შემდგომ შემოგთავაზებთ“, - წერს სახალხო დამცველი. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ რუსეთთან დავა მოიგო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)