|
2021-01-21 15:21:38, 849 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა
იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქოფანიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. „საქართველომ გაიმარჯვა 12 წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება მიიღო 17 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ, რომელიც არ საჩივრდება და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონზე კონტროლს და მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლების დარღვევისათვის. სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)