|
2021-01-21 13:18:57, 869 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - 2008 წლის ომის დროს საქართველო იყო მსხვერპლი, ისტორიული გამარჯვების მოლოდინი გვაქვს
მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი საქართველო და ჩვენი მოსახლეობა იყო. „ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან 2013 წლიდან. დაახლოებით 700-მდე მტკიცებულება იყო წარდგენილი სტრასბურგში 2013 წლიდან მოყოლებული. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის როგორიც არის სიცოცხლის უფლება. გაწეული შრომის შედეგად, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)