|
2021-01-20 22:04:10, 618 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას ვემიჯნებით
„ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას ვემიჯნებით“, - ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე მოლპარაკების პროცესში პოზიციების ცვლილება უკან დახევად აღიქმება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ თვლის, რომ ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში ჩვენს მიერ პოზიციების ცვლილება და ახალ ალტერნატივებზე საჯაროდ მსჯელობა აღიქმება უკან დახევად, რაც ცრუ ილუზიას უქმნის ხელისუფლებას, რომ მზად ვართ ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვის გარეშე კომპრომისებისთვის. ამასთან, მზად ვართ ოპოზიციის შიგნით მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ ნებისმიერ განსხვავებულ წინადადებაზე, რომელიც ეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დავინახავთ ხელისუფლების მზაობას რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიჯნება ოპოზიციის შიგნით პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას, რადგან ვთვლით, რომ მსგავსი დაპირისპირება საზოგადოებაში აღრმავებს იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)