|
2021-01-20 15:39:02, 702 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიცია ერთიანი არასდროს ყოფილა
ოპოზიცია არასდროს ყოფილა ერთიანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც ხაზარაძე-ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციაში არსებული უთანხმოება ძალიან კარგად ჩანს, რადგან მათი აზრები დღესაც გაყოფილია. „ოპოზიცია, რაც არ უნდა ეჩვენებინათ თავი, ეს იქნებოდა „ფანჩატური“, თუ სხვა შეხვედრები, არასდროს არ ყოფილა ერთიანი, იყო კონკრეტული მიზნით შეკრებილი და ძალიან კარგად ჩანს უთანხმოება, მათ შორის, უკვე დღეს, როდესაც მათი აზრები იყოფა. არ მიკვირს, რომ ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ ეთანხმება სხვების განცხადებებს, როდესაც ისინი ლანძღავენ და ცდილობენ მაქსიმალურად დაამცირონ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, ელჩები საქართველოში, ან პირდაპირ უტევენ ამ ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ბევრის უკმაყოფილება იქნება, რადგან მათი თანხმობის გარეშე კეთდება ასეთი განცხადებები“, - განაცხადა კახა კუჭავამ. ცნობისთვის, გუშინ, 19 იანვარს „ღამის კურიერის“ ეთერში პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)