|
2021-01-18 23:52:34, 1024 ნახვა
კომენტარი
იაგო ხვიჩია - თუ ვინმეს რევოლუცია უნდა, მე თანახმა ვარ
„თუ ვინმეს რევოლუცია უნდა, მე თანახმა ვარ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეძებდა ოპოზიციაში ხალხს, ვიცნ რევოლუციას მოაწყობდა, თუმცა ვერავინ იპოვა. „ვიძახდი, რომ თუ ვინმე რევოლუციას აპირებთ, მე ვარ რევოლუციონერი. ვეძებდი და ვერავინ ვერ ვიპოვე, ვინც რევოლუციის მომწყობი იყო. სხვათაშორის, ვაშაძესთანაც რომ ვიყავით, რომ ვიყავით ბადრი ჯაფარიძესთან, რომ ვიყავით ნაციონალურ მოძრაობასთან, პირველი კითხვა იცით რა იყო? ხალხო, თუ რევოლუციას აწყობთ, აგერ არის სანდრო რაქვიაშვილი, რევოლუციების სპეციალისტი, რომელმაც იცის ყველა რევოლუცია როგორ ხდება ამ სამყაროში. ალეკო ელისაშვილმა რომ თქვა, ლელოს უნდოდა და რევოლუციაზე საუბრობდაო, თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად, მე არ ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად, ვინმემ რომ მითხრას, აგერ, ძმაო, მოდი, რევოლუცია მოვაწყოთო, მე არამგონია, რომ ეს შეურაცხყოფაა, უბრალოდ, რევოლუციას ჭირდება ერთი ადგილი და ეს ასე არ ხდება ჰაერში. თუ ეს ადგილი გაქვს, მე თანახმა ვარ, წავიდეთ რევოლუციაზე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)