13:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 17:28:26, 676 ნახვა

მსოფლიო
ამსტერდამში ლოქდაუნის წინააღმდეგ გამართული აქცია წყლის ჭავლით დაშალეს

ნიდერლანდების პოლიციამ, ლოქდაუნის საპროტესტო აქციაზე, 2 ათასამდე ადამიანი წყლის ჭავლით დაშალა.

ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, მომიტინგეები რიკსმუზეუმისა და ვან გოგის მუზეუმის სამხატვრო გალერეების წინ შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ - „რა გვინდა? თავისუფლება“.

აქციის მონაწილეებს არ ეკეთათ პირბადეები და სოციალურ დისტანციას საკმაოდ ცოტა იცავდა,

პოლიციამ დემონსტრანტებს დაშლისაკენ მოუწოდა, თუმცა მათგან უარი მიიღეს. ამასთან, აქტივისტების ნაწილმა პოლიციის წინააღმდეგ ფეიერვერკი გაისროლა. ამის შემდეგ პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მათ საპროტესტო აქციაში მონაწილე ასამდე პირი დააკავეს.

ნიდერლანდების მთვრობამ სკოლები და მაღაზიები ჯერ კიდევ დეკემბერში დახურა, თუმცა რამდენიმე დღის წინ დაწესებული ლოქდაუნი სამ კვირაზე მეტი ხნით გაახანგრძლივა.

პანდემიის დაწყების დღიდან მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით, ნიდერლანდები სოციალური შეზღუდვების დაწესებას ყველაზე მეტად ერიდებოდა. ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კორონავირუსის მეორე ტალღამ ინფექციის სწრაფი გავრცელება და საავადმყოფოებზე მზარდი ზეწოლა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics