|
2021-01-18 16:32:52, 771 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენება მიუღებელი და პრინციპულად არასწორია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, სხვა განსახილველ საკითხებზე მოსალაპარაკებლად მმართველი გუნდი სრულ მზადყოფნაშია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა პრინციპულად არასწორია, თუმცა სხვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად მმართველი პარტია სრულ მზადყოფნაშია: „თემები, რომელთა ირგვლივაც შეიძლება შედგეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რა თქმა უნდა, არ ამოიწურება იმ შემოთავაზებით, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოყენებას ერთგვარი პლებისციტის გამოყენების სახით. ეს ინიციატივა ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია, არ არის სწორი პრინციპულად და ყველა შემთხვევაში უარსაყოფია. რაც შეეხება სხვა საკითხებს და ასეთი საკითხთა წრე საკმაოდ ფართოა, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება და კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, გვექნება სრული მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ცნობისთვის, „პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ და „მოქალაქეები“ გამოდიან ინიციატივით, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)