|
2021-01-18 15:14:35, 778 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციაში მიმდინარე შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, ოპოზიციის ერთი ნაწილის, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია რევოლუციური სცენარის განვითარება. მანვე დასძინა, რომ მეორე ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური რესურსი პარლამენტში უნდა გამოიყენოს, თუმცა ამის ეშინია. „ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სხვადასხვა მისწრაფებები აქვთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც იქ არიან გაერთიანებული. ერთნი არიან, რომლებსაც არ აინტერესებთ არანაირი არჩევნები, მეტიც, განმეორებითი არჩევნებიც არ აინტერესებთ, არის რევოლუციური სცენარის განვითარების მთავარი მიზანი, ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც ისინი გამოხატავენ და ძირითადად „ნაცმოძრაობის“ გარშემო არიან შეკრებილები. მეორენი არიან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თავიანთი პოლიტიკური რესურსი უნდა გამოიყენონ და რეალიზაცია მოახდინონ პარლამენტში, მაგრამ აქვთ გარკვეული შიში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)