|
2021-01-17 14:22:06, 1016 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება - აეროპორტში პოლიციაა მობილიზებული
ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება, აეროპორტში პოლიციაა მობილიზებული, - ამის შესახებ ინფორმაციას Tvrain.ru ავრცელებს. მედიის ცნობით, მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსთან“, სადაც დღეს საღამოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უნდა ჩაფრინდეს, პოლიციის ფურგონები დგას, აეროპორტის პარკინგს კი მეტალის ღობე შემოავლეს. ასევე, Tvrain.ru-ს ინფორმაციით, გუშინ სანკტ-პეტერბურგში დააკავეს ალექსეი ნავალნის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი და მისი მხარდამჭერი აქტივისტები. მათი დაკავება მატარებელში მოხდა, რომლითაც ისინი მოსკოვში ალექსეი ნავალნის დასახვედრად მიდიოდნენ. კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს პულკოვოს აეროპორტში. „ვნუკოვოს“ აეროპორტში ნავალნის დაბრუნებასთან დაკავშირებით ასამდე პოლიციელი იმყოფება. Tvrain.ru-ს ინფორმაციით, გუშინ სანკტ-პეტერბურგში დააკავეს ალექსეი ნავალნის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი და მისი მხარდამჭერი აქტივისტები. მათი დაკავება მატარებელში მოხდა, რომლითაც ისინი მოსკოვში ალექსეი ნავალნის დასახვედრად მიდიოდნენ. კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს პულკოვოს აეროპორტში. 15 იანვარს აეროპორტ "ვნუკოვოს" პრესსამსახურმა აუკრძალა ჟურნალისტებს აეროპორტში გადაღება, საზოგადოებას კი აეროპორტში შეკრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. კომპანიამ ნავალნის შეხვედრა მასობრივ ღონისძიებად მიიჩნია, რომელიც პანდემიის გამო არ უნდა ჩატარდეს. არ არის გამორიცხული, რომ რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში ჩასვლისას დააკავონ. დეკემბრის თვეში რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ნავალნის რუსეთში დაუყოვნებლივ დაბრუნება მოთხოვა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას პირობითი პატიმრობის წესების დარღვევის გამო ციხეში ჩასვამენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაბრუნების შესახებ განცხადება ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს გააკეთა. "17 იანვარს, კვირას, მე სახლში ვბრუნდები "გამარჯვების" რეისით. დამხვდით,"- მიმართა ოპოზიციონერმა მხარდამჭერებს. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი მძიმედ მოწამვლის შემდეგ მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა. ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით თვითმფრინავში შეუძლოდ 20 აგვისტოს გახდა, როცა ომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. ის ჯერ ომსკის საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც 22 აგვისტოს ბერლინში გადაიყვანეს და რამდენიმე კვირა ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. დასავლეთის ქვეყნების ლაბორატორიებმა დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლეს "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული ნივთიერებით. ასევე შეგახსენებთ, რომ ნავალნის მტკიცებით, მის მკვლელობას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ცდილობდნენ.
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)