|
2021-01-16 21:54:33, 828 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი თამაზი ბუკნარზე - ნებისმიერი სარწმუნოება სახელმწიფოებრივი ხუნდებისგან თავისუფალი უნდა იყოს
„ნებისმიერი სარწმუნოება სახელმწიფოებრივი ხუნდებისგან თავისუფალი უნდა იყოს“, - ამის შესახებ დეკანოზ თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს. ის ასევე აღნიშნავს, რომ არც ერთი სარწმუნოებ არ შეიძლება გაიგივებული იყოს რომელიმე ეროვნებასთან. „ბუკნარში მომხდარი კონფლიქტი ქრისტიან და მუსლიმ ქართველებს შორის, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რატომ უნდა იყოს ნებისმიერი სარწმუნოება სრულიად თავისუფალი სახელმწიფოებრივი, ნაციონალური, პოლიტიკური თუ სხვა მიწიერი ხუნდებისგან. მართლმადიდებელმა ქართველებმაც უნდა იცოდნენ ეს და მუსლიმმა ქართველებმაც. ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არასოდეს, არც ერთი სარწმუნოება არ შეიძლება გაიგივებული იყოს რომელიმე ეროვნებასთან. რწმენა ყველა ეროვნების და ყველა მიწიერი საზღვრის მიღმაა. ასეა ისლამშიც და ასეა ქრისტიანობაშიც. საკუთარი ქვეყანა და ამ ქვეყნის თავისუფლება უნდა უყვარდეს საქართველოს მოქალაქეს, მუსლიმსაც და ქრისტიანსაც, და არც ერთმა არ უნდა დაუშვას, რომ ბოროტისმსურველმა მათი სარწმუნოებით მანიპულირება მოახერხოს საქართველოს წინააღმდეგ, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან. ეს უნდა გვახსოვდეს, ესაა მთავარი“, - წერს დეკანოზი თამაზი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)