20:15 - 09 Aug, 2026
|
2021-01-16 14:33:13, 824 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი საქართველოში თავისუფლებისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი იყო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში თავისუფლებისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი იყო. მისი თქმით, ივანიშვილი წასვლა გუნდისთვის გამოწვევაა. „ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ რეჟიმს, რომელმაც ჩვენ ქვეყანას და ხალხს თავისუფლება და უსაფრთხოება მოუტანა. ის იყო თავისუფლებისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ჩვენი გუნდისთვის სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)