08:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 19:17:47, 1818 ნახვა

ომი უკრაინაში
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ საქართველო 183 ქვეყანას შორის მე-10 ადგილზეა

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ საქართველო 183 ქვეყანას შორის მე-10 ადგილზეა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოქსფორდის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ საქართველო 183 ქვეყანას შორის საბერძნეთთან ერთად მე-10 - მე-11 ადგილზეა.

„შეფასება კომპლექსურია და ეფუძვნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.).

ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics