|
2021-01-13 13:00:25, 831 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ სწორედ ქარაქუცა ოპოზიციამ დაამარცხა ბიძინა ივანიშვილი 31 ოქტომბერს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც ჩიხლაძე აცხადებს, სწორედ ქარაქუცა ოპოზიციამ დაამარცხა ის 31 ოქტომბერის არჩევნებში. „ამ ქარაქუცა ოპოზიციამ, დაამარცხა თუნდაც 31 ოქტომბრის, თუნდაც გაყალბებულ არჩევნები. ჩვენ ვნახეთ ამ ქარაქუცა ოპოზიციამ თავისივე გაყალბებული რიცხვებით 52 პროცენტი აიღო, ხოლო ქართულმა ოცნებამ 48 პროცენტი, ხოლო ამ ქარაქუცა ოპოზიციას და მსგავს დამაკნინებელ ეპითეტებს შევეშვებოდი და ივანიშვილს ვურჩევდი კობახიძის ენით ნუ ესაუბრება ოპონენტებს. ახალი ოპოზიციური პარტიის გაჩენა ეს არავის ნებაზე არაა დამოკიდებული, სამწუხაროდ ივანიშვილს ჰგონია, რომ შეიძლება ოპოზიციაც კი დანიშნოს, ისე როგორც ნიშნავს მთავრობას ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ოპოზიცია არის მრავალფეროვანი“, - განაცხადა ჩიხლაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პირველ არხზე, გადაცემა "თავისუფალ ხედვაში" იმყოფებოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილიმა განაცხადა, "ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს "ქართულ ოცნებას"..
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)