|
2021-01-12 15:57:40, 968 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ ანგრევს საგამოძიებო კომისიის იდეას, როდესაც საკუთარ ქმედებას ოპოზიციის გარეშე იძიებს
მაშინ, როდესაც არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში და „ქართული ოცნება“ საკუთარ ქმედებას იძიებს, ეს ანგრევს საგამოძიებო კომისიის იდეას, - ამის შესახებ „პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, კომისიის შექმნამდე პარლამენტში ოპოზიციის შეყვანაა აუცილებელი. „საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მე არანაირი პრეტენზია არა მაქვს, თუ ის არის შედგენილი წესიერად და მას რაიმე შინაარსი ექნება. მაშინ, როდესაც არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში და შენ თვითონ „ქართული ოცნება“ საკუთარ ქმედებას იძიებ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, ეს უბრალოდ ანგრევს საგამოძიებო კომისიის იდეას თავიდან ბოლომდე. ჯერ ნდობაა მოსაპოვებელი, პარლამენტში ოპოზიციაა შესაყვანი და შემდეგ იქ ერთობლივად „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეიძლება კომისიაც შექმნას და სხვანაირადაც იმსჯელოს არჩევნებზე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)