|
2015-10-01 17:15:52, 685 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: პლატონური ურთიერთობა რომ არ გამოგვივიდეს, კარგი იქნება ომბუდსმენი მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს გაეცნოს
„ერთგვარი პლატონური ურთიერთობა რომ არ გამოგვივიდეს, კარგი იქნება თუ თვითონაც გაეცნობა მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, – ასე შეაფასა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სახალხო დამცველის ანგარიში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. მისივე თქმით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც აქცენტი გააკეთა ხანდაზმულთა საცხოვრებელი სახლების ზომაზე. მინისტრის ინფორმაციით, 7 მცირე ზომის სახლია, რითაც 80–მდე ხანდაზმული სარგებლობს. „ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ყურადღებით ეცნობა და აუცლებლად ითვალისწინებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. თუმცა, ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ სახალხო დამცეველის ოფისს უკეთესი კომუნიკაცია ექნება და გაეცნობა იმ მიმდინარე პროექტებს, რომელიც უკვე ჩართულია და მოქმედებს. 2014 წელს გაეროს ეკონომიკურმა კომისიამ გამოსცა ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტი ხანდაზმულებზე. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით, უკვე შექმნილია მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი. უკვე შეიცვალა ის, რომ დიდი ზომის ხანდაზმულთა სახლებიდან აქცენტირება გაკეთებულია, ისევე როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, მცირე ზომის სახლებზე. კერძოდ, 7 მცირე ზომის სახლია, სადაც 80–მდე მოსარგებლე არის. ასე,რომ რა თქმა უნდა სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ ერთგვარი პლატონური ურთიერთობა, რომ არ გამოვიდეს, კარგი იქნება თუ თვითონაც გაეცნობა მთავრობის ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს“, – აღნიშნა სერგეენკომ. სახალხო დაცმველის ანგარიშის თანახმად, ხანდაზმულ პირთა მიმართ საკმაოდ მცირეა სახელმწიფო პროგრამები და სერვისები. ომბუდსმენი ხანგაზმულ პირთა უსახლკარობაზე, სიღარიბეზე და საზოგადოებისგან გაუწყლოების ფაქტებზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილის მტკიცებით, სახალხო დამცველის აპარატმა ყველა რეზიდენტული დაწესებულება შეისწავლა. ნანუაშვილის თქმით, პრობლემები პერსონალის ნაკლებობით და მედიკამენტების სიმწირითაც გამოიხატება.
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)