|
2021-01-09 18:10:32, 845 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - „ევროპული საქართველო“ ფანჩატურის საძმოს ვერ გაემიჯნა
„ევროპული საქართველო“ ფანჩატურის საძმოს ვერ გაემიჯნა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ევროპელმა სოციალისტებმა“ სწორი ნაბიჯი გადადგეს, რომ პარლამენტში შევიდნენ. „ვერ შეიძინა „ევროპულმა საქართველომ“ დამოუკიდებელი სახე, ვერც „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა, ვერც ფანჩატურის საძმოს და საკუთარი უმარშრუტობის შესანიღბად ცდილობენ ახალი თემის შემოტანას საინფორმაციო სივრცეში. ახლადშექმნილ პარტიასაც დავაკვირდეთ, „ევროპულის“ მორგება კი იციან სათაურში, მაგრამ ვნახოთ, რამდენად დაეფუძნება მათი საქმიანობა საუკეთესო ევროპულ მაგალითებს. ისე, ფაქტია, რომ სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი გადადგეს და დღეისათვის პარლამენტში ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი“, - განაცხდა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპელი სოციალისტების“ წევრების პარლამენტში შესვლით საკანონდებლო ორგანო კიდევ უფრო ერთპარტიულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)