05:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 14:20:22, 2806 ნახვა

რეგიონი
ლარნაკას ტბაზე გამართულ პირველობას თევზჭერაში ფოთის მერი დაესწრო

თავისუფალ თევზაობაში  ფოთის ღია პირველობას, რომელიც ლარნაკას ქუჩაზე არსებულ ტბაზე ტბაზე ჩატარდა და რომლის ორგანიზატორი იყო აიიპ ,,ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი'', ესწრებოდნენ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია. ასპარეზობა საინტერესო და ხალისიანი გამოდგა.

ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით,  გამოვლინდნენ გამარჯვებულები მოყვარულ და პროფესიონალ მეთევზეთა შორის.

მათივე ინფორმაციით,  საუკეთესო შედეგი ლევთერ ზარქუამ აჩვენა. ასპარეზობის შემდგომ, ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოხატეს ჩატარებული სპორტულ- გამაჯანსაღებელი ღონისძიების ორგანიზებისათვის და აღნიშნეს, რომ ისეთი ბუნებრივი სიმდიდრეები, როგორიც არის ლარნაკას ტბა, თავისი უნიკალურობით, უთუოდ უნდა ჩაერთოს ფოთში ტურიზმის განვითარების უახლოეს პერსპექტივაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics