|
2021-01-05 17:38:46, 956 ნახვა
კომენტარი
TDI – საპატრიარქომ და ხელისუფლებამ ანტისემიტიზმი, ებრაელებისა და მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება უნდა დაგმონ
TDI-ში აცხადებენ, რომ საპატრიარქო არ აღიარებს, რომ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგება ანტისემიტურ შინაარსს შეიცავდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საპატრიარქომ და ხელისუფლებამ ანტისემიტიზმი, ებრაელებისა და მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება უნდა დაგმონ. „საჭიროდ მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსის, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ანტისემიტურ განცხადებებსა და უფლებადამცველების უსაფუძვლო კრიტიკას. დღემდე საქართველოს საპატრიარქო არ აღიარებს, რომ მიტროპოლიტის ქადაგება შეიცავდა ანტისემიტურ შინაარსს და ამ განცხადებების გამო ბოდიში არავის მოუხდია. მიტროპოლიტ იოანეს განმარტების მიხედვით, “ურწმუნო მოდგმაში” მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი უფლებადამცველები იგულისხმებიან, ხოლო მის მიერ ქადაგებაში მოყვანილი რელიგიური ანტისემიტიზმის მაგალითები მხოლოდ “ისტორიული ფაქტებია.” კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება, მით უფრო თუკი ის გავლენიანი ინსტიტუციის მხრიდან ვრცელდება, ქმნის სიძულვილისა და ძალადობის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქომ მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანეს განცხადებასთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს იგი. საპატრიარქომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაგმონ ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)