|
2020-12-30 14:04:25, 662 ნახვა
საზოგადოება
ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ მუნიციპალიტეტებთან 2021-2022 წლების ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
29 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ მუნიციპალიტეტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიება ონლაინ ფორმატში ჩატარდა და მისი მთავარი თემა ადგილობრივ დონეზე ანტიკორუფციული პოლიტიკის დღის წესრიგი, მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პრიორიტეტები იყო. შეხვედრას მხარს უჭერდა USAID-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სისტემაში არსებულ ანტიკორუფციულ მექანიზმებსა და გამოწვევებზე, ასევე, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებულ პრიორიტეტებზე. ამასთან, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგის პროცესი და დაგეგმილი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტებში ანტიკორუფციული პოლიტიკის გაძლიერება წარმოადგენს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიით განსაზღვრულ ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტს. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო გაფართოებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განახლებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის კონსულტაციებს მომავალშიც გააგრძელებს. მუნიციპალიტეტებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და USAID-GGI-ის წარმომადგენლები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მუნიციპალურ დონეზე ანტიკორუფციული პოლიტიკის გაძლიერებაში.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)