16:17 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 11:21:30, 844 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის განცხადებით, 3 იანვრიდან სრული „ლოქდაუნი“ და გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 3 იანვრიდან სრული „ლოქდაუნი“ და გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება.

როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ქვეყანაში არ არსებობს.

მანვე დასძინა, რომ 3 იანვრიდან დაიხურება სავაჭრო ობიექტები, რომლებიც 24 დეკემბერს გაიხსნა.

„არაფერი არ იცვლება, როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი, არ იქნება არანაირი შეზღუდვა ავტომობილებით თუ ფეხით გადაადგილებაზე, ერთადერთი რაც შეიცვლება, 24 დეკემბერს გახსნილი სავაჭრო ობიექტები დაიხუება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდევბი გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული ლოქდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს ქვეყანაში და შედეგებს ჩვენ უკვე ვგრძნობთ, ასევე ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, ამიტომ არანაირი ლოქდაუნების და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება გადაადგილებაზე არ არსებობს, ეს არის ჭორები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics