|
2020-12-28 18:25:36, 805 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ირაკლი ოქრუაშვილის ლექსიკა კატეგორიულად მიუღებელია, პოლიტიკაში ვართ თუ ბოსელში?
„კატეგორიულად მიუღებელია ის ლექსიკა, რაც იყო ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის პოზიცია, რომ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განაცხადებაზე მსჯელობა მოხდეს. „კატეგორიულად მიუღებელია ის ლექსიკა, რაც იყო ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაში. ჩვენ პოლიტიკაში ვართ თუ ბოსელში ბოლოსდაბოლოს? ადამიანურად, სწორად უნდა ვისაუბროთ. ჩვენი პოზიცია მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით არის ის, რომ დავსხდებით და ვიმსჯელებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლმა ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეს „ვეფხისტყაოსნის“ ციტატით მიმართა. ოქრუაშვილმა დაწერა: „თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)