|
2020-12-27 15:19:35, 904 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება
აჭარის მთავრობის მიერ კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება. მთავრობის მიერ უკვე შეძენილია პროდუქცია და მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაწყებულია ბენეფიციარებისთვის გადაცემა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ბიზნეს სექტორიც ჩაერთო (ეიჩ გრუფი, გრინ რიზორთ, დინამო ბათუმი, კომპანია მეტრო, მზიური გარდენს, ლამინი -ჯი) და მათი მონაწილეობით დამატებით, 2000 პირს წინასაახალწლოდ დაურიგდებათ სასურსათო კალათები. პროდუქტების დარიგების და გადანაწილების პროცესში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ. ასევე ესტუმრნენ ბათუმის სათნოების სავანეს. თავშესაფრის ყველა მობინადრე თავს ჯანმრთელად გრძნობს. პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების მიზნით 50 000 მეტი სასურსათო კალათის და მედიკამენტების მიწოდება განხორციელდა. დარიგების პროცესში მოხალისეები, ახალგაზრდები და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები არიან ჩართულები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)