15:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 20:33:01, 720 ნახვა

კომენტარი
გამყრელიძე კოვიდ-19-ის ახალ სახეობაზე - ერთ პაციენტზე დაიწყო გამოკვლევა, გვყავს კიდევ ორი საეჭვო პაციენტი

„ერთ პაციენტზე დაიწყო გამოკვლევა, გვყავს კიდევ ორი საეჭვო პაციენტი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული გამოკვლევები რთული და ძვირი პროცედურაა.

„გენომის სეკვენირება დაიწყო ერთზე და ორია კიდევ საეჭვო, მათი ნიმუშები ხელმეორედ უნდა იქნეს აღებული, რადგან პირველად ნიმუშში ეჭვი არის, აიღება ნიმუშები და კიდევ ორზე დაიწყება ეს კვლევა.

ლუგარის ლაბორატორიის შესაბამის დეპარტამენტს დავალება აქვს მიღებული, რომ შესაბამისი პროტოკოლი გაკეთდეს, რომ პერმანენტულად, ანუ რანდომულად, რომელ ჯგუფებზე გაკეთდეს ხოლმე მსგავსი კვლევები.

გენომის სეკვენირება არ არის ყოველდღიური კვლევა და არც იაფი სიამოვნებაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics