|
2015-09-30 14:31:13, 613 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ურთერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ქალაქ გორში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პროექტის განხროციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეთანხმების თანახმად, საჯარო რეესტრი გორის მუნიციპალიტეტს NSDI-ს განხორციელების პროცესში ინტელექტუალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს. კერძოდ, მოხდება მერიის შესაბამისი სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება და განახლება, საკადრო რესურსის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, მუნიციპალიტეტის უზრუნველყოფა საჭირო პროგრამული და ინსტრუმენტული საშუალებებით. მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი სპეციალისტები კი მუდმივად იქნებიან ჩართულები NSDI-ს პროექტში. ამასთან, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან საოფისე ინვენტარითა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. საჯარო რეესტრი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად ქალაქ გორში პილოტპროექტს ახორციელებს, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტში ევროპული სტანდარტების შესაბამისი გეოგრაფიული მონაცემების წარმოება, გამოყენება და გაზიარება წარმოადგენს. პროექტის შედეგად მიღებული ინფორმაცია საკადასტრო და ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა მონაცემებს გააერთიანებს, რაც სამომავლოდ მუნიციპალიტეტის ეფექტურ საქმიანობას შეუწყობს ხელს. საპილოტე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტება და დემარკაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტება, სატრანსპორტო ქსელის, ქუჩების სახელწოდებებისა და საგზაო ნიშნების ციფრულ ფორმატში გადატანა. „NSDI-ს ეფექტური წარმართვისთვის მუნიციპალიტეტების ჩართულობა, განვითარება და გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია გორის პილოტპროექტის წარმატებით განხორციელება, რადგან ეს ერთი მხრივ იქნება სტიმული სხვა მუნიციპალიტეტებისთვის, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს NSDI-ს ეროვნულ დონეზე განხორციელებას“,- აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ. NSDI ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი მაღალი ხარისხის სივრცითი მონაცემების წარმოებას და სახელმწიფო უწყებების, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და მოქალაქეებისთვის ვებპორტალის(გეოპორტალის) საშუალებით გაზიარებას გულისხმობს. პროექტის განხორციელებით ქვეყანაში კიდევ უფრო მარტივი და ეფექტური გახდება გარემოსდაცვითი საკითხების მართვის რეგულირება, კატასტროფების თავიდან აცილება, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო და აერონავიგაციის სისტემების მართვა და ფუნქციონირება. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)