|
2020-12-25 23:53:39, 977 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების შემსუბუქება მინიმალურად მოხდა, ვიტყოდი, რომ ეს დაბალანსებულია
„შეზღუდვების შემსუბუქება მინიმალურად მოხდა, ვიტყოდი, რომ ეს დაბალანსებულია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „საქართველოს პირველი არხის“ ეთერში განცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესებისას ქვეყანა დგება არჩევნის წინაშე. „ჩვენ ექიმები ვართ და უპირველესი ჩვენთვის რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლეა. ამიტომ, რადგან ტენდენცია იყო უკეთესობისკენ და ამ მიმართულებით მივდიოდით, ზოგადად მიღებულია, რომ ეს შეზღუდვები, როგორც წესი, სულ მცირე, ხუთი-ექვსი კვირა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ რიგი შეზღუდვები დავტოვეთ ძალაში და შემსუბუქება მინიმალური მოხდა. ის მხოლოდ დახურულ სავაჭრო ობიექტებს შეეხო. ვიტყოდი, დაბალანსებულია, რადგან ხალხი ერთი მხრივ, გარკვეულწილად, დეპრესიულ მდგომარეობაშია, მეორე მხრივ, წინასაახალწლო პერიოდია, ამავე დროს, ბიზნესს მეტი სტიმული სჭირდება ამ დროს. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა. ჩვენ რატომღაც ყოველთვის ვედრებით გერმანიას, საფრანგეთს, ბრიტანეთს, ამერიკას და ასე შემდეგ, მათ იმდენი აქვთ ეკონომიკური საშუალება, რომ შეუძლიათ ხანგრძლივი ლოკდაუნების უფლება მისცენ თავის თავს. ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყანა ვართ და ამის უფლებას ვერ ვაძლევთ. ამიტომ, ამ დროს დანის პირზე გვიწევს სიარული. ერთი მხრივ, მოსახლეობის ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, მოსახლეობა კიდევ მეტად არ გაღარიბდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)